პროექტის შესახებ

ჩვენი ბინების გამორჩეული მახასიათებელი არის სივრცე, რომელიც მცხოვრებ პირებს, უქმნის მშვიდ გარემოს კომფორტული ცხოვრებისათვის. ბინის მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ოთახები გამოირჩევა დიდი სივრცით. ამასთან ერთად კეთილმოწყობილი სადარბაზო, სახურავზე არსებული ტერასა, ეზო, ავტოსადგომი და საცხოვრებელი პერიმეტრის დაცვა არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, თანამედროვე და კომფორტულ პირობებს მცხოვრები პირებისა და მათი სტუმრებისათვის.

ეზო

პროექტის დაგეგმარების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეზოს, რომელში შესვლაც შეუძლია მხოლოდ ფეხით მოსიარულე პირს. დაპროექტების ეტაპზე გამოირიცხა იმის საშიშროება, რომ ეზო ოდესმე გადაიქცეს მანქანების სადგომად. ჩვენ მობინადრეებს ვთავაზობთ 420 კვ.მ დაცულ და მყუდრო ეზოს მწვანე საფარითა და ბავშვებისთვის განკუთვნილი  სათამაშო სივრცით.

ეზო

პროექტის დაგეგმარების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეზოს, რომელში შესვლაც შეუძლია მხოლოდ ფეხით მოსიარულე პირს. დაპროექტების ეტაპზე გამოირიცხა იმის საშიშროება, რომ ეზო ოდესმე გადაიქცეს მანქანების სადგომად. ჩვენ მობინადრეებს ვთავაზობთ 420 კვ.მ დაცულ და მყუდრო ეზოს მწვანე საფარითა და ბავშვებისთვის განკუთვნილი  სათამაშო სივრცით.

სამზარეულო

ყველა ბინას აქვს განცალკევებული სამზარეულო ოთახი და თითოეულ მათგანს აქვს გამწოვი მილი, რომელიც არ უკავშირდება სხვა სართულის სამზარეულოს მილს. ყოველ მათგანს აქვს ფანჯარა. მყიდველის  სურვილის შემთხვევაში, კომპანია მზად არის განიხილოს ალტერნატიული და ინდივიდუალური დაგეგმარება სამზარეულო ოთახისთვის.

ტერასა

პროექტის მიხედვით, მობინადრეებს დახვდებათ კეთილმოწყობილი ტერასა სახურავზე ქალაქის შეუდარებელი ხედებით, კომფორტული და თანამედროვე ავეჯით, ბარბექიუს გრილითა და სასმელებით.

ტერასა

პროექტის მიხედვით, მობინადრეებს დახვდებათ კეთილმოწყობილი ტერასა სახურავზე ქალაქის შეუდარებელი ხედებით, კომფორტული და თანამედროვე ავეჯით, ბარბექიუს გრილითა და სასმელებით.

ბუხარი

17 საცხოვრებელი ბინიდან 10 ბინაში მოწყობილია საბუხრე მილები

ავტოსადგომი

შენობას აქვს ორ სართულზე განლაგებული დახურული ავტოსადგომი 25 ავტომანქანაზე; გამონაბოლქვის გამწოვი სისტემა, კვამლის და კარბონის მონოქსიდის (მხუთავი აირის) დეტექტორები; ავტოსადგომის ორივე სართული არის უზრუნველყოფილი სამგზავრო ლიფტით, ავტომანქანის გაჩერება ასევე შესაძლებელია შენობის წინ, ქუჩის მხარეს.

 

ავტოსადგომი

შენობას აქვს ორ სართულზე განლაგებული დახურული ავტოსადგომი 25 ავტომანქანაზე; გამონაბოლქვის გამწოვი სისტემა, კვამლის და კარბონის მონოქსიდის (მხუთავი აირის) დეტექტორები; ავტოსადგომის ორივე სართული არის უზრუნველყოფილი სამგზავრო ლიფტით, ავტომანქანის გაჩერება ასევე შესაძლებელია შენობის წინ, ქუჩის მხარეს.

 

უსაფრთხოება

საცხოვრებელი შენობის მთლიანი გარე პერიმეტრის, მთავარი შესასვლელის, ავტოსადგომისა  და ეზოს მეთვალყურეობა განხორციელდება დაცვის მიერ. ჩვენი კომპანიის მიზანი არის ყოველი მცხოვრების უსაფრთხოება და სიმშვიდე. ვიდეო ჩანაწერი ინახება მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში.  თუ ამ დროის მანძილზე (30 დღეში) რომელიმე მაცხოვრებელი მოგვმართავს პოტენციური ინციდენტის შესასწავლად, შენობის დაცვა განიხილავს არსებულ ეპიზოდს და მოახდენს ადექვატურ რეაგირებას.  მთავარ შესასვლელში დაყენებული დომოფონი უზრუნველყოფს პირდაპირ სატელეფონო კავშირს მცხოვრებსა და სტუმარს შორის.

მომსახურება და კეთილმოწყობა:

მთლიანად დასრულებული შენობის ფასადი;

სრულად მოპირკეთებული შენობის სადარბაზო და აივნები;

შენობის პერიმეტრის ელექტრონული ვიდეო კონტროლი; დაცვის ოთახი და მისი წარმომადგენელის ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში;

მთავარ სადარბაზოში შესასვლელი რკინის ორფრთიანი კარი; მთავარი კარის საკეტი იღება ელექტრონული ბარათით;

ლიფტი N1 მობინადრეებისთვის, რომელიც იმუშავებს რვა სართულზე ,მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომის ორ სართულზე;

ლიფტიN 2 განკუთვნილია  მხოლოდ ავტომანქანებისთვის. ავტოსადგომის P-1 და P-2 სართულზე პარკირებისათვის;

თითოეულ ბინაში შესასვლელი ლითონის ორფრთიანი კარი – ბინის მთავარი კარი; (არ არის გათვალისწინებული ბინის შიდა კარებები)

სადარბაზოში დამონტაჟებული წყალმომარაგების ცენტრალური სახანძრო სისტემა;

სადარბაზოში და ლიფტში არის დაყენებული ადამიანის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სისტემები – კვამლის, იონიზაციის და კარბონის მონოქსიდის (მხუთავი აირის) დეტექტორები;

მიწისქვეშა ავტოსადგომზე დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე კვამლის, იონიზაციის და კარბონის მონოქსიდის (ანუ მხუთავი აირის) დეტექტორები;

სადარბაზოს ავარიული განათება ცენტრალური ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში;

სადღეღამისო დაცვის ყოველთვიური გადასახადი წარმოადგენს ცალკე ხელშეკრულების საგანს თითოეული ბინის მფლობელსა და საცხოვრებელი შენობის მომსახურე კომპანიას შორის;

ბინის შიდა კედლები/ტიხრები, რომლებიც არ არის ძირითადი კედლები, ჩაბარდება პროექტის მიხედვით; თუ მომავალი მესაკუთრე მოისურვებს ბინის შიდა კედლების/ტიხრების შეცვლას, და ამ მოთხოვნას დაუჭერენ მხარს მშენებლობის მაკონტროლებელი სამსახურები, პროექტის არქიტექტორი, კონსტრუქტორი და მშენებელი,  მაშინ გამყიდველი ჩააბარებს ბინას მყიდველს მოდიფიცირებული კედლებით/ტიხრებით ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბინის გარე პერიმეტრისთვის მეტალოპლასმასის ფანჯრები ორმაგი პაკეტით და კარები; (არ არის გათვალისწინებული ბინის შიდა კარებები)

ზოგიერთ ბინას აქვს დამონტაჟებული საბუხრე გამწოვი მილი. (არ არის გათვალისწინებული ბუხრის მოწყობა  ან მისი მოპირკეთება)

მოსაპირკეთებლად გამზადებული „მოჭიმული“ იატაკი ბინებში; (არ არის გათვალისწინებული იატაკის სხვა საფარი ან  მოპირკეთება)

დაყენებული ცენტრალური სანტექნიკური წერტილები; (არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის შიდა სანტექნიკური მოწყობა და ფურნიტურა)

დამონტაჟებული ცენტრალური წყლის მომარაგების მილი თავისი მრიცხველით; (არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის შიდა წყლის მომარაგების მოწყობა)

დამონტაჟებული ელექტრო ენერგიის მრიცხველი თითოეული ბინისთვის და ბინების შიდა დაქსელვა;  (არ არის გათვალისწინებული ელექტრო ფურნიტურა)

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინებს ორ ძირითად კონდიციაში:  ე.წ თეთრი კარკასით ზემოაღნიშნული ასპექტებით და სრული რემონტით (შპალერის გარეშე)