მთლიანად დასრულებული შენობის ფასადი;
სრულად მოპირკეთებული შენობის სადარბაზო და აივნები;
შენობის პერიმეტრის ელექტრონული ვიდეო კონტროლი; დაცვის ოთახი და მისი წარმომადგენელის ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში;
მთავარ სადარბაზოში შესასვლელი რკინის ორფრთიანი კარი; მთავარი კარის საკეტი იღება ელექტრონული ბარათით;
ლიფტი N1 მობინადრეებისთვის, რომელიც იმუშავებს რვა სართულზე ,მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომის ორ სართულზე;
ლიფტიN 2 განკუთვნილია მხოლოდ ავტომანქანებისთვის. ავტოსადგომის P-1 და P-2 სართულზე პარკირებისათვის;
თითოეულ ბინაში შესასვლელი ლითონის ორფრთიანი კარი – ბინის მთავარი კარი; (არ არის გათვალისწინებული ბინის შიდა კარებები)
სადარბაზოში დამონტაჟებული წყალმომარაგების ცენტრალური სახანძრო სისტემა;
სადარბაზოში და ლიფტში არის დაყენებული ადამიანის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სისტემები – კვამლის, იონიზაციის და კარბონის მონოქსიდის (მხუთავი აირის) დეტექტორები;
მიწისქვეშა ავტოსადგომზე დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე კვამლის, იონიზაციის და კარბონის მონოქსიდის (ანუ მხუთავი აირის) დეტექტორები;
სადარბაზოს ავარიული განათება ცენტრალური ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში;
სადღეღამისო დაცვის ყოველთვიური გადასახადი წარმოადგენს ცალკე ხელშეკრულების საგანს თითოეული ბინის მფლობელსა და საცხოვრებელი შენობის მომსახურე კომპანიას შორის;
ბინის შიდა კედლები/ტიხრები, რომლებიც არ არის ძირითადი კედლები, ჩაბარდება პროექტის მიხედვით; თუ მომავალი მესაკუთრე მოისურვებს ბინის შიდა კედლების/ტიხრების შეცვლას, და ამ მოთხოვნას დაუჭერენ მხარს მშენებლობის მაკონტროლებელი სამსახურები, პროექტის არქიტექტორი, კონსტრუქტორი და მშენებელი, მაშინ გამყიდველი ჩააბარებს ბინას მყიდველს მოდიფიცირებული კედლებით/ტიხრებით ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ბინის გარე პერიმეტრისთვის მეტალოპლასმასის ფანჯრები ორმაგი პაკეტით და კარები; (არ არის გათვალისწინებული ბინის შიდა კარებები)
ზოგიერთ ბინას აქვს დამონტაჟებული საბუხრე გამწოვი მილი. (არ არის გათვალისწინებული ბუხრის მოწყობა ან მისი მოპირკეთება)
მოსაპირკეთებლად გამზადებული „მოჭიმული“ იატაკი ბინებში; (არ არის გათვალისწინებული იატაკის სხვა საფარი ან მოპირკეთება)
დაყენებული ცენტრალური სანტექნიკური წერტილები; (არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის შიდა სანტექნიკური მოწყობა და ფურნიტურა)
დამონტაჟებული ცენტრალური წყლის მომარაგების მილი თავისი მრიცხველით; (არ არის გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის შიდა წყლის მომარაგების მოწყობა)
დამონტაჟებული ელექტრო ენერგიის მრიცხველი თითოეული ბინისთვის და ბინების შიდა დაქსელვა; (არ არის გათვალისწინებული ელექტრო ფურნიტურა)
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინებს ორ ძირითად კონდიციაში: ე.წ თეთრი კარკასით ზემოაღნიშნული ასპექტებით და სრული რემონტით (შპალერის გარეშე)